პლასტიკური ქირურგია დღეს მხოლოდ ესთეტიკური მხარით არ შემოიფარგლება – ის ხშირად პაციენტის ფიზიკური ჯანმრთელობისა და შინაგანი თავდაჯერებულობის აღდგენას ემსახურება. კლინიკა „რენიუში“ ესთეტიკური და რეკონსტრუქციული მიმართულებები ერთმანეთს ავსებს. კლინიკის დამფუძნებელი და წამყვანი ქირურგი, ლაშა ოსეფაიშვილი, ჟურნალ OK! ქუთაისს სამუშაო პროცესსა და სიახლეებზე ესაუბრა.

პაციენტების ნდობა და შედეგები
კლინიკის წარმატებას, პირველ რიგში, პაციენტების კმაყოფილება განსაზღვრავს. „რენიუში“ მიმართვიანობა ყოველდღიურად იზრდება, რაც გუნდის მუშაობის შედეგია.
„ჩვენთვის მთავარი საზომი ოპერაციის შედეგი და მარტივი რეაბილიტაციაა“, – აღნიშნავს ლაშა ოსეფაიშვილი. „პაციენტების უმეტესობა ჩვენთან რეკომენდაციით მოდის. როდესაც ადამიანი ხედავს ინდივიდუალურ მიდგომას და იღებს სასურველ შედეგს, ნდობაც ჩნდება. ეს ნდობა კი ჩვენი მუშაობის მთავარი საფუძველია“.
ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციები და „რენიუს“ მიდგომა
კლინიკაში თითოეული პოპულარული მიმართულების მიმართ განსაკუთრებული, ინდივიდუალური ხედვა აქვთ შემუშავებული:
- რინოპლასტიკა: პრიორიტეტი ბუნებრივი ფორმის შენარჩუნება და სუნთქვის ფუნქციის სრული აღდგენაა. კლინიკაში ერიდებიან ერთნაირ, „შაბლონურ“ ცხვირებს და ფორმას, პაციენტის სახის ანატომიის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად არჩევენ.
- სახის ლიფტინგი: აქცენტი კეთდება ბუნებრივ გაახალგაზრდავებაზე და არა „გადაჭიმულ“ სახეზე. უახლესი ქირურგიული მეთოდებით სრულად ნარჩუნდება სახის მიმიკა და ინდივიდუალურობა.
- მკერდის ესთეტიკა: იქნება ეს მკერდის გადიდება, აწევა თუ დაპატარავება, მთავარი ორიენტირი პროპორციების სიზუსტე, უსაფრთხოება და მაქსიმალურად შეუმჩნეველი ნაწიბურებია.
- ლიპოსაქცია და ლიპოსკულპტურა: ოპერაცია განიხილება არა უბრალოდ წონის კლების, არამედ სხეულის სწორი, პროპორციული კონტურების ჩამოყალიბების საშუალებად. კლინიკაში დანერგილი უახლესი ლაზერული ლიპოსაქციის აპარატი საშუალებას გვაძლევს, ქსოვილების მინიმალური ტრავმირებით მივაღწიოთ უნაკლო და ზუსტ შედეგებს.

სამედიცინო ტურიზმი: პაციენტები უცხოეთიდან
„რენიუს“ ხშირად სტუმრობენ პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ქართული პლასტიკური ქირურგიის განვითარებაზე მეტყველებს.
„უცხოელი პაციენტების მხრიდან მოთხოვნა დიდია ისეთ კომპლექსურ ოპერაციებზე, როგორიცაა სახის ლიფტინგი და სხეულის ლიპოსაქცია“,- განმარტავს ბატონი ლაშა. „თანამედროვე მეთოდებით საოპერაციო ტრავმა მინიმუმამდე დაგვყავს, რაც რეაბილიტაციას საგრძნობლად აჩქარებს. უცხოეთიდან ჩამოსულებისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია – მათ სურთ, მალე და გართულებების გარეშე დაბრუნდნენ სახლში. ჩვენ მათ სრულ კომფორტსა და უსაფრთხოებას ვთავაზობთ, რათა მალევე დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას“.
ესთეტიკური მიმართულების გაძლიერება და ახალი აპარატურა
ქირურგიის პარალელურად, კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა არაინვაზიურ ესთეტიკურ პროცედურებსაც.
„გვინდა, პაციენტებს ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრცეში დახვდეთ. ამიტომ, ესთეტიკური განყოფილება ახალი, თანამედროვე აპარატურით აღვჭურვეთ“, – ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი.
„ახალი თაობის ლაზერული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ოპერაციის გარეშეც მივაღწიოთ კარგ შედეგს, ან ეს პროცედურები პლასტიკური ოპერაციის შემდგომი ეფექტის შესანარჩუნებლად გამოვიყენოთ“.
რეკონსტრუქციული ქირურგია – განსაკუთრებული პასუხისმგებლობა
კლინიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება რეკონსტრუქციული ქირურგიაა, რომელიც ხშირად პაციენტის ფიზიკური ფუნქციების აღდგენას ემსახურება.
„ესთეტიკის გარდა, რეკონსტრუქცია ადამიანებს სრულფასოვან ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უბრუნებს. ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნავს ქირურგი.
„იქნება ეს მკერდის აღდგენა ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, თუ ტრავმებისა და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების მკურნალობა – ჩვენ მზად ვართ რთული შემთხვევებისთვის. როდესაც ხედავ პაციენტს, რომელმაც რთული პერიოდის შემდეგ პირვანდელი ფორმები და თავდაჯერებულობა დაიბრუნა, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია შენი საქმე“.
კლინიკა „რენიუ“ მუდმივად ვითარდება, თუმცა მისი მთავარი ხედვა უცვლელია: პაციენტებს შესთავაზოს უსაფრთხო, თანამედროვე მომსახურება, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ადამიანის ჯანმრთელობა და ბუნებრივი სილამაზე დგას.
ტექსტი: თეა გოროზია
ფოტო: გვანცა თვარაძე

6 days ago
29







English (US) ·
Georgian (GE) ·