„რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება“ — ნათია მეზვრიშვილი 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

2 hours ago 1

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისსავე გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელში. დამატებით ინფორმაცია შეწყალებულთა შესახებ უცნობია.

მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა.

„რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მითუმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე.

არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს.

ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება. და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი?“ — წერს ნათია მეზვრიშვილი.

სრულად წაკითხვა