საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პირობას დებს და ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობის საჭიროებაზე საუბრობს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე:
“ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს რომ რეჟიმი შეშინებულია. ბრძანების მიმცემმაც და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ასე ვერ შეაჩერებენ ხალხის პროტესტს და კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოვა ქუჩაში.
ახლა მთავარია ეს ახალგაზრდები არ დავტოვოთ მარტო და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერი გავაკეთოთ მათი დროული გათავისუფლებისთვის.
ჩვენ ყველა ვდგავართ მათ გვერდით და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე!
რეჟიმი სუსტდება, ახლა მთვარია ნაადრევად არ შევწყვიტოთ წინააღმდეგობა” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური