“რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მასწავლებლით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს!” – ნანა ტოხვაძე

17 hours ago 2

ახალი სასწავლო წლის დაწყებაs, პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული სურვილებით, ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე:

📚🔔ახალი სასწავლო წლის დაწყებისას თავს უფლებას მივცემ, გისურვოთ: 🇬🇪🇪🇺

✅️ განათლების ევროპული სტანდარტი და სასწავლო გარემო ფუფუნება ან პრივილეგია კი არა, ჩვენი ბავშვებისთვის ყოველდღიურობა გამხდარიყოს!

✅️ სასწავლო წლის დაწყების კი არ ეშინოდეს მშობელს, უხაროდეს შვილის მრავალფეროვანი სამზადისი!

✅️მასწავლეველს კი არ ძაგდეს სკოლის კედლები და თავისი პროფესია, ლაღად და თავისუფლად ემსახურებოდეს მომავალს ❤️

ვიმსახურებთ უკეთეს ცხოვრებას და მოქალაქეზე ორიენტირებულ სახელმწიფოს!

ჰო, მთავარი ამბავი არ დაგვავიწყდეს – რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მასწავლებლით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს! ქალი პოლიტ-პატიმრებით, დატყვევებული ახალგაზრდებით და პოლიტიკური ლიდერებით…

მართლაც, რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

სრულად წაკითხვა