"რთული იქნება ალისონის ჩანაცვლება" - რას ამბობს ტაფარელი მამარდაშვილზე

1 week ago 9

ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარე, კლაუდიო ტაფარელი, რომელიც ლივერპულში მეკარეების ერთ-ერთი მწვრთნელი გახლავთ, კომენტარს გიორგი მამარდაშვილზე აკეთებს.

ლივერპულმა მისი ყიდვა 1 წლის წინ, ან უფრო ადრე გადაწყვიტა. ვფიქრობ, აქ სამომავლო გათვლებია. ამ ეტაპზე ალისონი ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. მისი გამოცდილებისა და ასაკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ მისი ჩანაცვლება ახლავე შეძლოს.

- ამბობს ტაფარელი.

ტაფარელის სიტყვებს იზიარებს ავტორიტეტული გამოცემა BBC. მათი თქმით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მაშინ ალისონი მომდევნო სეზონშიც ლივერპულის სასტარტო მეკარე იქნება.

სრულად წაკითხვა