"რთული იქნება ამის გაკეთება და ამიტომ შესაძლოა ეს მოგვიწიოს" - ანჩელოტის პრესკონფერენცია

1 week ago 8

მადრიდის "რეალისა" და "ატალნატას" მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა. 

"ატალანტა ახლა უკეთესია, ვიდრე აგვისტოში მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ. ძალიან კარგად ასპარეზობენ.

"ბელინგემი კარგად არის, მხოლოდ ვინისიუზე და როდრიგოზეა ეჭვები. ვნახოთ, როგორ ივარჯიშებენ ისინი. 

"გასპერინი? ჩვენ მეგობრები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ატალანტაში. 

"წავა თუ არა ენდრიკი იანვარში? არა, ენდრიკი და არდა გიულერი აქ რჩებიან. 

"ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობას ვირჩევ, არ მაინტერესებს მოთამაშე 18 წლის იქნება თუ 40 წლსი. ხან მგონია, რომ გუნდს ენდრიკი სჭირდება, ხან არა.

"ვიცით, რომ რთულია საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა, შესაძლოა პლეი ოფში თამაში მოგვიწიოს. ხვალინდელი 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

"კლუბისა და მწვრთნელის ურთიერთობა მადრიდის "რეალის" წარმატების გასაღებია", - თქვა ანჩელოტიმ.

სრულად წაკითხვა