რიკარდო კაკას მწვრთნელის კარიერის დაწყება უნდა

1 hour ago 2

ბრაზილიის ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ბრაზილიელმა Pianeta Milan-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფეხბურთი კვლავ მის ცხოვრებაში მთავარ ადგილს იკავებს და მომავალი კარიერული ნაბიჯის გადადგმასაც სერიოზულად განიხილავს:

ფეხბურთი ძალიან მიყვარს! ერთ დღეს ნამდვილად მსურს, მწვრთნელი გავხდე — ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იქნება,“ – განაცხადა კაკამ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავისი კარიერა 2017 წელს დაასრულა. მას შემდეგ კაკა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და საფეხბურთო პროექტებში.

სრულად წაკითხვა