რიშალისონი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბრაზილიაში დაბრუნდეს

6 days ago 5

გაუთავებელი ტრავმების ფონზე, რიშარლისონმა ტოტენჰემში მიმდინარე სეზონში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კლუბის შეცვლას განიხილავს.

ბრაზილიაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ 27 წლის ფეხბურთელი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით სამშობლოში, კერძოდ კი ყოფილ კლუბ ფლუმინენსეში დაბრუნდეს, რადგან ნაცნობ გარემოში ძალები და ფორმა აღიდგინოს.

შეგახსენებთ, ამ სეზონში ბრაზილიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჯამში 7 მატჩის ჩატარება მოასწრო და მოედანზე სულ რაღაც 173 წუთი გაატარა.

სრულად წაკითხვა