„როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!..ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები“ ხათუნა სამნიძეს რთული ბრძოლის მოსაგებად საზოგადოების თანადგომა სჭირდება

6 hours ago 1

„როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!..ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები“პოლიტიკოს ხათუნა სამნიძეს ისევ ბრძოლა უწევს მძიმე დაავადებასთან და ამისთვის საზოგადოების თანადგომა სჭირდება. გერმანიაში ოპერაციის თარიღი უკვე ჩანიშნულია და თანხის მესამედია შესავსები.

ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მთელი აღდგომის ღამე და თითოეული დღე დღემდე სმს-ების წკარუნში და უდიდესი მადლიერებით და სასწაულების იმედით გავატარე და ეს თქვენ გააკეთეთ, თითოეულმა, ვინც დრო დახარჯეთ და სიყვარული გამომიგზავნეთ, ჩამირიცხეთ და მომწერეთ, გამამხნევეთ და შემაქეთ…

მადლობა, ძალიან, ძალიან ბევრი მადლობა, უღრმესი მადლობა, მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს, ყველას, ვინც ჩემს ამბებს თვალს ადევნებთ. დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!

ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა. ღმერთს მადლობა, ოპერაციის კრიტერიუმებს შეესაბამება ჩემი მდგომარეობა. ჩემმა სასწაულმოქმედმა და დაუღალავმა პროფესორმა გერმანიაში გიორგი გრიგოლიამ (ჩემი მეგობრები კარგად იცნობთ უკვე) და ჩემმა სუპერგმირმა მკურნალმა, ონკოლოგმა დირკ ჰემპელმა ეს შესაძლებელი გახადეს. და კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვო მათთან ერთად!

თითოეული თქვენგანის დახმარებით ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები. ეს უდიდესი შვებაა ჩემთვის და ვიცი, ბოლომდე შეივსება და მაისის პირველ კვირაში აეროპორტიდან მოგწერთ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯზე – რომ ვიწყებთ – და გაგახარებთ. მადლობა.

ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში

ჩემი შვილის საქართველოს ბანკში

სალომე დიასამიძე

და ჩემი ძმა pay pal

@IrakliSamnidze“.

სრულად წაკითხვა