როგორ აფასებენ გიორგი კვერნაძის საგოლე პასს იტალიურ მედიაში

23 hours ago 2

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე იტალიურ ფროზინონეში მშვენივრად გამოიყურება. გიორგიმ უკვე გოლების გატანა და საგოლე გადაცემების კეთებაც დაიწყო, რაც მის პროგრესზე მიანიშნებს.

საგოლე პასით გამოირჩა კვერნაძე სერია B-ს გასულ ტურშიც, სადაც მისი გუნდი კოზენცასთან ქულას დასჯერდა.

აი, როგორ აფასებენ გიორგის თამაშს იტალიურ მედიაში:

20 წლის ქართველის თამაში ადგილობრივმა გამოცემებმაც გამოარჩიეს. მაგალითად, Calciofrosinone-ს ვერსიით, ის საუკეთესო იყო: "თანაგუნდელთა შორის საუკეთესო, კოზენცას დაცვის მარჯვენა ფლანგზე ის ეკალი იყო", - წერს გამოცემა.

"დამანგრეველი შეტევის მარცხენა ფლანგზე, სადაც კოზენცა გასაჭირში ჩააგდო. დარბოს გოლში პასი მისია", - ამას უკვე Tuttofrosinone წერს.

სრულად წაკითხვა