შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან სწრაფად და მარტივად მოამზადებთ უგემრიელეს ,,ნუტელას“. შოკოლადის კარაქი ძალიან უყვართ ბავშვებს. მოამზადეთ შინ და გაახარეთ თქვენი პატარები.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1,5 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • კაკაო 3 ს. კ.
  • კარაქი 30 გრ (შეგიძლიათ მეტიც დაამატოთ)
  • გატარებული ნიგოზი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. რძეს დაამატეთ კარაქი, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ.
  2. ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი და კაკაო. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაასხით ცხელი რძე და კარგად აურიეთ.
  3. მომზადებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 4-5 წუთი.

გააგრილეთ, შეურიეთ გატარებული ნიგოზი, გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!