როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი კლიმატური ცვლილებებისათვის კლიმატური კურორტები გლობარული დათბობის  მავნებლობისგან თავის დაღწევის ყველაზე კარგი საშუალებაა

4 hours ago 3

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი კლიმატური ცვლილებებისათვის„სარკე“, ავთო ჩიტიძე

კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსია და არსებული გამოწვევის მოგვარების გზების ძიება 21-ე საუკუნის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. კლიმატის ნეგატიური ცვლილებები პლანეტის ყველა მცხოვრებმა პირდაპირ თუ ირიბად იწვნია საკუთარ თავზე. ყველა დონეზე მიდის მუშაობა და მსჯელობა,  თუ როგორ შევამციროთ კლიმატის ცვილებების მავნე გავლენა.

ამ მიზნით 2015 წელს პარიზში გამართულ მოლაპარაკებებში 196 საერთაშორისო აქტორი (სახელმწიფოები, გაერო-ს დამკვირვებელი ორგანიზაციები, არასამთავრობო გაერთიანებები და ა.შ.) მონაწილეობდა.

შეთანხმების მხარეები მიიჩენევენ, რომ საჭიროა პლანეტაზე არსებული საშუალო ტემპერატურის ზრდის შეკავება 2 °C-ის ფარგლებში, იდეალურ შემთხვევაში კი, 1.5 °C-ის ფარგლებში. პარიზის შეთანხმების საკვანძო საკითხია ატმოსფეროში სითბური აირების გამოყოფის შემცირება, რაც ყველაზე დიდ ზიანს აყენებს გარემოს და იწვევს კლიმატის იმგვარ ცვლილებებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, პლანეტაზე შეუქცევად პროცესებს იწვევს და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას, ისე ზოგადად ბიომრავალფეროვნებას.

შექმნილი სიტუცაიიდან გამოსავალი ისევ ბუნების წიაღშია. დღეს როგორც არასდროს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ გარემოს, ბუნებასთან ახლო კონტაქტს, ჟანგბადს და დროის დიდ ნაწილის გატრებას დაბინძურებული ქალაქებისგან შორს.

მაგალითისთვის, ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაიზარდა 78 პროცენტით მაშინ, როდესაც ჰაერის დაბინძურება შემცირდა 44 პროცენტით. გაერთიანებული სამეფო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 2035 წლისთვის ატმოსფეროში 78 პროცენტით ნაკლებ სითბურ აირებს გააფრქვევს. ეს  მაგალითი აჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით აზროვნების შეცვლა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ისე, რომ ეკონომიკა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უფრო სწრაფად გაიზარდოს, სრულიად რეალისტურია.

კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა

კლიმატის ცვლილებას ბევრი მეტისმეტად მაღალ ტემპერატურასთან აიგივებს. სინამდვილეში ძლიერი სიცხე ათტომეულის მხოლოდ ერთი ტომია. კლიმატის ცვლილება სხვა უსიამოვნებებსაც გულისხმობს: ოზონის შრის გათხელებას, ჰაერის დაბინძურებას, ტორნადოებისა და ტაიფუნების გახშირებას და თქვენ წარმოიდგინეთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების  მწვავე დეფიციტსაც კი.

სამედიცინო დაწესებულებებში უკვე გახშირდა ისეთი დიაგნოზი, რომელიც იწყება ასე: „ცვლილებით გამოწვეული კუჭის წყლული, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა, ან სიმისივნე”. საინტერესო ის არის, რომ მეცნიერები ცდილობენ, კლიმატის ცვლილებას ისეთი პათოლოგიებიც დაუკავშირონ, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, ძუძუს კიბო, ალერგია… გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან კავშირი ასე გამოიკვეთა: მეტისმეტად ცხელ დღეებში, რომლებსაც კლიმატოლოგები “სიცხის ტალღებს” უწოდებენ, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების რისკი.

რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც ჩატარდა კვლევა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებათა უმეტესობა, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში აღირიცხა, სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებით იყო გამოწვეული. ამ დაავადებების გამო განხორციელებულ გამოძახებათა მეორე პიკი თებერვალზე მოდიოდა, განსაკუთრებით კი იმ დღეებზე, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა. ერთი სიტყვით, აშკარაა – გულ-სისხლძარღვთა სისტემა მძაფრად განიცდის ტემპერატურის ყოველგვარ ცვლილებას.

ალერგია რომ ალერგიაა, იმასაც კი გლობალურ დათბობას უკავშირებენ: თურმე მეტისმეტად თბილი და ხანგრძლივი ზაფხული ზოგიერთი მცენარის ყვავილობას ახანგრძლივებს, ხოლო თუ ადამიანს ამ მცენარის მტვერზე აქვს ალერგია, ცხადია, ცხვირცემინება და ცრემლდენა გაცილებით მეტხანს შეაწუხებს. რაკი კლიმატის ცვლილება ჰაერის დაბინძურებასა და ტენიანობის მომატებასაც უკავშირდება, არც ასთმის გახშირება უნდა იყოს გასაკვირი…

შესაძლოა, ერთი შეხედვით უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები კლიმატის ცვლილებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ურთიერთკავშირსაც კი მოწმობს. უკვე არსებობს ახალი დაავადებაც, რომელსაც სითბური დაავადება ეწოდება, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში – მოთენთილობასა და უღონობას, ხოლო მძიმე შემთხვევაში სითბურ დაკვრას, კომას და სიკვდილს იწვევს.

ამ ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს კურორტოლოგია და კლიმატური კურორტები. შექმნილ არსასურველ სურათში ეს სამკურნალო კურორტები ერთერთი  ნათელი წერტილებია კლიმატის ცვლილებების მავნე ზეგავლენის გასანეიტრალებლად.

საქართველოში ათობით კლიმატური კურორტია, რომლებიც განსხვავდებიან მდებარეობით, სიმაღლით და სამკურნალო პროფილით. ახლა ჩვენ შევეცდებით ერთი კურორტის მაგალითზე ავხსნათ, როგორ შეიძლება კლიმატური ცვლილებების პერიოდში ვიზრონუთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიპოვნოთ ჩვენს გარშემო ჯანსაღი ოაზისი, ამას ერთი კონკრეტული კურორტის, ცემის მაგალითზე ავხსნით.

დაბა ცემი ზღვის დონიდან 1230 მეტრზე მდებარეობს. ის კლიმატური კურორტია. შედის ბორჯომის კურორტების ჯგუფში. ტერიტორიაზე იცის ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთარი. მზის ნათების ხანგრძლივობაა 2200 საათი. ნალექების რაოდენობაა 550 მმ წელიწადში. მთავარ სამკურნალო ფაქტორს ჰავა წარმოადგენს, ხოლო სამედიცინო ჩვენებას სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა, ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია წარმოადგენს.

საკურორტო ზონის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბორჯომის ხეობის მდიდარი მცენარეული საფარი. ხეობის 2/3 დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, სადაც მცენარეთა 1600-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. უმთავრესად წარმოდგენილია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი და სოჭი), ფოთლოვანი (წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა და არყის ხე) და შერეული ტყეები.

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი კლიმატური ცვლილებებისათვის

ცემი

ცემი  როგორც კლიმატური კურორტი,  დაფუძვნებულია მეცნიერულ და იმპირიულ კვლებეზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბორჯომი არის  ბალნეოლოგიური კურორტი, ბაკურიანი სამთო სათხილამურო კურორტი, მათ შორის შუა წერტილი 1230 მეტრზე, რომელსაც ცემი წარმოადგენს. ეს ის სიმაღლეა, სადაც ადამიანის ორგანიზმი დაცულია ყველანაირი სტრესული გარემოებეისგან. ამიტომაც ეს კურორტი მისაღებია როგორც მაღალწნევიანებისთვის, ასევე დაბალი არტერიული წნევის მატარებლებისთვის.  მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ცემის კლიმატურ გარემოს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ჰქონდა ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

ცემის როგორც კლიმატური კურორტის მნიშვნელობაზე და მის სასარგებლო თვისებებზე კურორტ „განთიადის“ დირექტორ, დიანა ჩომახაშვილს, ვესაუბრეთ:

_ თავის დროზე საბჭოთა კავშირის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ცემი  და კონკრეტულად ის ადგილი, სადაც დღეს სასტუმრო კომპლექსი „განთიადია“,  უნიკალური კლიმატური სინთეზის გამო ძალიან დიდ როლს ითამაშებდა ადამიანების ჯანმრთელობაზე.

მაშინ ძალიან აქტუალური იყო ტუბერკულიოზი და ამ დაავადებების რისკჯგუფები. ამის გამო ცემში სანატორიუმი აშენდა უშუალოდ არა ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის და იმ ადამიანებისათვის, რომელთა პროფესიული საქმიანობა მაღალ რისკს მოიცავდა ამ დაავადების განვითარებისათვის.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა ბავშვებზე. რადგან როგორც დადგინდა, ხანგრძლივად ამ ადგილზე ყოფნა აჩქარებდა იმუნურ პროცესებს, მალე ხდებოდა გამოჯანმრთელება და ამიტომაც ცემში ბავშვები თვეობით ჩამოჰყავდათ. ამის გამო საშუალო სკოლაც კი არსებობდა, რომ 7 კლასამდე განათლება მიეღოთ.

ადგილი, სადაც სანატორიუმი აშენდა, სადაც დღეს სასტუმრო კომპლექსი „განთიადი“ მდებარეობს, არის განსაკუთრებულად ვენტილირებადი, ამ ტერიტორიაზე მუდმივად ახალი ჟანგბადი ცირკულირებს. ამაში დავრწმუნდით სულ ცოტა ხნის წინაც, როდესაც წაღვერში ტყის მასიური ხანძრები იყო. ამ დროს ამ ტერიტორიის დაკვამლიანებაც კი არ მომხდარა.

ცემის ჟანგბადში ოზონის შემცველობა ძალიან მაღალია, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ასევე მიკროკლიმატური გარემოებების გამო მზის რადიაცია არის დაბალი, განსხვავებით ბაკურიანისა, რომელიც ალპური ზონაა. ამის გამო ადამიანებს მზის ქვეშ უფრო მეტი დროის გატარების შესაძლებლობა ეძლევათ და დე ვიტამინის მიღებაც უფრო უსაფრთხოდ შეუძლიათ. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ კურორტს არ ახასიათებს დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები. ამიტომაც კურორტი წარმოადგენს საშუალო მთის კატეგორიას.

ის, რომ კურორტზე შექმნილი მიკროკლიმატი საოცრად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ცემში, ადგილობრივ მოსახლეობაში სიმსივნური დაავადებებბი თითქმის არ არის გავრცელებული და სიცოცხლის ხანგძლივობაც მაქსიმალურად არის გახანგრძლივებული.

კურორტმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა თანამედროვე რეალობაში. კოვიდპანდემიისა და გლობალური დათბობის ფონზე კურორტის სამკურნალო ეფექტები უფრო მეტად აქტუალური გახდა.

სანატორიუმი განთიადი 1953 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ეს ადგილი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ადამიანებში. როდესაც რამდენიმე წლის წინ მოხდა მისი განახლება, სახელიც შევუნარჩუნეთ და მისი ძირითადი ფუნქციაც მაქსიმალურად წინ წამოვწიეთ. მივხვდით, რომ ტრადიცია არ უნდა დაირღვეს და აქცენტი გავაკეთეთ ოჯახებზე და ბავშვებზე. მუდმივად იმაზე ვფიქრობთ, რომ უნიკალურ კლიმატთან ერთად მათ შევთავაზოთ ყველაფერი, რაც მათ დაეხმარებათ გაჯანსაღებაში.

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი კლიმატური ცვლილებებისათვის

_რას მოიცავს კლიმატოთერაპია?

_პირველ რიგში, ჯანსაღ სივრცეში ხანგრძლივი დროის გატარებას, მზის და ჰაერის აბაზანებს და ასევე ტერიკულს, რომელიც სეირნობას მოიცავს. ძველი დროის მეცნიერების მიერ შემუშავებული პროგრამა ახლაც წარმატებულად მუშაობს. ყველა ის ტრადიცია, რომელიც ამ კურორტის დაარსებისას მეცნიერული კვლევების საფუძველზე შეიქმნა, დღემდე შენარჩუნებულია. როდესაც  ვმუშობდით კურორტის განახლებაზე, მაშინ ვფიქრობდით, რომ ჩვეულებრივი სპარეზორტი ხომ არ გაგვეკეთებინა, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ გლობალური დათბობისა და მომატებული ვირუსების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ კურორტს სამკურნალო შინაარსი შეენარჩუნებინა. კლიმატის მეშვეობით ჩვენი ორგანიზმის გაჯანსაღება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

_გლობალური დათბობის პერიოდში ბევრმა კურორტმა თუ გეოგრაფიულმა ადგილმა შეიცვალა თავისი ბუნება და მახასიათებლები. ამ მხრივ რა ცვლილებებია ამ კლიმატურ კურორტზე?

_რა თქმა უნდა, გლობალური დათბობა და მისი უარყოფითი ეფექტები ყველაფერზე მოქმედებს, მაგალითად, ბოლო წლებია, ზაფხულის პერიოდში დაგვჭირდა სასტუმროს ნომრებში კონდიციონერების გამოყენება, რომლის აუცილებლობაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ბაკურიანის განაშენიანებამ გაზარდა ემისიები, რამაც გარკვეული გავვლენა იქონია ცემზე. ზაფხულში აქაურობა ყოველთვის სავსე იყო ხოლმე ციცინათელებით, ბოლო წლების განმავლობაში ისინი გაქრნენ. ტყის მასივები ადრეულ პერიოდში გაიჩეხა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი აღდგენის პროცესი საკმაოდ კარგი ტემპით მიდის. მიუხედავად ასეთი კლიმატური ცვლილებებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში შეუქცევადია, საბედნიეროდ, ჩვენი კლიმატური კურორტი მაინც ინარჩუნებს ყველა იმ სასარგებლო თვისებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში.

თავიდანვე ჩვენი მიდგომა იყო, რომ ყველაფერი ყოფილილიყო დამზოგავი. გვაქვს გაკეთებული სპეციალური თბოიზოლაცია, რაც სითბოს დაკარგვას მინიმუმამდე ამცირებს. ნელ-ნელა ვაპირებთ განახლებადი ენერგიის წყაროზე გადასვლას. გვინდა, რომ ერთ-ერთი პირველი მოდელი ვიყოთ რეგიონში, რომლებიც მთლიანად მწვანე განახლებად ენერგიებზე იქნებიან ორიენტირებული.

ჩვენ გარშემო არსებულ ტყეებს გააჩნიათ თავისი ბიომასალა, რომლიწ გამოტანა ტყიდან გარკვეულ პერიოდში აუცილებელია და ამ მასალის საწვავად გამოყენება უფრო ეფექტურია. თუმცა ამ იდეის განხორციელებაში საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობაც, რომელიც ამ ტიპის ბიომასალას ტყიდან გამოიტანს. თუ იქნება ასეთი ხელშეწყობა, მაშინ ამ პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას.

ჩვენი მიზანი როგორც გარემოს გაფრთხილება, ასევე დანახარჯების შემცირებაა. ასეთი მოდელი, ვფიქრობ, განსაკუთრებულად კლიმატურ კუროტზებზე არსებული სასტუმროების პრეროგატივა უნდ ა გახდეს. ძველი სანატორიუმის არც ერთი  მასალა არ გადაგვიყრია, ყველაფერს მოვუძებნეთ ახალი დანიშნულება. მეორადი გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით საკითხებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შენს ბიზნესსაქმიანობაში გამოიყენო ადგილობრივი რესურსი და პროდუქტი, ამით ტრანსპორტირების ხარჯებსაც ზოგავ და გარემოზეც ზრუნავ.

თანამედროვე ურბანიზაციის პერიოდში ქალაქებში ძალიან რთული გახდა ცხოვრება. გარდა იმისა, რომ ქალაქები გაჯერებულია დიდი რაოდენობით გამონაბოლქვით, სამშენებლო მტვრით, სითბური აირებით, ქალაქში ცხოვრება უკვე ასოცირდება სტრესულ გარემოსთანაც. ამიტომ  21-ე საუკუნეში სულ უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება ისეთ კლიმატურ კურორტებზე, სადაც ოჯახები ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად შეძლებენ ამ სტრესიდანაც განთავისუფლებას.

ცემის კლიმატის შეუდარებელი გავლენა ადამიანზე ამ კურორტზე ძალიან მრავალფეროვანია. პოსტოპერაციული და ხანგძლივი ავადობის შემდეგ ამ მიკროგარემოში ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი ძალიან დაჩქარებულია. ეს კარგად იციან ქართველმა სპორტსმენებმა და მნიშვნელოვანი ტრავმისა და მკურნალობის შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის სწორედ ამ ადგილს მიმართავენ.

_ რა გამწვევები დგას დღეს კურორტოლოგიის  განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში?

_ პრობლემას უფრო ფართო კუთხით გავშლიდი. ის, რომ ქვეყანაში მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს სათანადო ყურადღება არ ექცევა, არადა მთელ მსოფლიოში პრევენციული მედიცინა და რეაბილიტაცია მკურნალობის შემდეგ ძალიან აქტუალური და ეფექტურია.

„განთიადს“ შეუძლია ამ ორი მიმართულების შეთავსება, ჩვენი მთავარი გეგმა და მიზანია, რომ ეკომეგობრულები ვიყოთ ამ უნიკალურ გარემოსთან და ადამიანებს რაც შეიძლება მეტი სამკურნალო გამაჯანსაღებელი სერვისები შევთავაზოთ. გვინდა, რომ მწვანე და განახლებადი ენერგიების გამოყენებთ ერთ-ერთი საჩვენებელი კომპლექსი ვიყოთ რეგიონში.

სრულად წაკითხვა