3
იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს:
პირად ჩხრეკებზე:
თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა
ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)
პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ ‘გაზის ინსპექტორს’, რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.
წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
საფუძვლიანი წაშლისთვის ყველა მონაცემის – iShredder (აიფონისთვის)
სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
და რაც მთავარია – იყავით მხნედ – პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს