როგორი ამინდები იქნება საქართველოში იანვრის ბოლომდე?

3 hours ago 1

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს.

„21, 22 და 23 იანვარს გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში მცირე ნალექი.

24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს.

ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოს არის.

ცალკეულ დღეებში, სანაპიროზე ტემპერატურა დაიკლებს, 2 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს რაც შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, მაღალმთაში -1, 0.

ცალკეულ დღეებში, მთაში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში, +1 +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში, -6 -7 გრადუსამდე დაიკლებს ღამის ტემპერატურა. დღისით ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 16 გრადუსამდე.

სათხილამურო კურორტებს რაც შეეხება – 18. 19 . 20 -ში დასავლეთ საქართველოში მესტია, გოდერძი – აქ ძლიერი თოვლია მოსალოდნელი. ბაკურიანშიც და გუდაურშიც, ამ დღეებში მოსალოდნელია თოვლი.

31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგჯერ გამოდარებით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

სრულად წაკითხვა