მიდიოდნენ ამ ქუჩაზე, გვერდზე ქუჩაზე, გავყევით ამ გადაღებით, შემოტრიალდნენ უკან იმიტომ, რომ ოპერატორიც მოგვყვებოდა უკან, გამოეკიდნენ ცალკე ოპერატორს, მაკა ჩიხლაძეს მიკროფონს ართმევდნენ, მერე მეც მეცა და ტელეფონი წამართვა. მე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ, დამიბრუნე ტელეფონი-მეთქი და როგორცვე გაიგო, რომ ჟურნალისტი ვარ, ეგრევე მუშტი აიღო და თვალში ჩამარტყა, მეორე მეცა მერე და იმან წიხლები მირტყა, საერთოდ, ჟურნალისტი ხარ, ჰოო? და ეგრევე მირტყა წიხლები. აი, ეგ იყო სულ და მერე ეგრევე გაიქცნენ, როგორც კი სხვები მოვიდნენ, ჟურნალისტები და ხალხი გაჩერდა კიდევ, მანქანები გააჩერეს. […]
დაახლოებით 20-25 ადამიანი იყო. […] ტელეფონი წამართვეს, მე ვფიქრობ, რომ მომზადების მიხედვით იყვნენ პოლიციელები და ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ. არავითარი ასეთი ჩვეულებრივი მოქალაქეები და რაღაცები ესენი არ იყვნენ, ესენი იყვნენ მომზადებული, ნავარჯიშები პოლიციის თანამშრომლები. აი, ზუსტად ისეთები, ნიღბიანები, როგორიც პოლიციის უკან ამოფარებულები მორბიან და ადამიანებს იჭერენ და ცემენ, ზუსტად იმათი ნაწილი, ჩვეულებრივ სამოქალაქო ფორმაში ოღონდ, კარგად მომზადებულები და იცოდნენ რას აკეთებდნენ და რა უნდა გაეკეთებინათ. ეს არის გომელაურის ზონდერ-ბანდა, რომელიც გამოუშვა სათარეშოდ და ჩვეულებრივ ადამიანებზე სანადიროდ, ეს კომენტარი შემიძლია გავაკეთო.