როდესაც შენ აღარ ამტკიცებ, არ ეძებ, არ ასწავლი ….

2 months ago 10

…თავიდან შენ ფიქრობ, რომ სამყარო რაღაც “ვერ არის”…

…რომ სისტემა იტყუება,

ადამიანებს კი ღრმა ძილით სძინავთ…

შენ კი, უბრალოდ ვალდებული ხარ აქ რაღაც გამოასწორო

და თავით ეშვები ბრძოლებში!

…ებრძვი- სისტემას, სიბნელეს, შენს ეგოს, არასრულყოფილებას…

და ღირსეულად იმოსები-

სინათლის მებრძოლის, ჭეშმარიტების მქადაგებლის, სწორი პოზიციის და საჭირო ვიბრაციის მატარებლის სამოსით….

🪷

…შემდეგ კი….

უცებ…. მიმოიხედავ გარშემო და….

გეცინება…

🙂 გეცინება არა ცინიზმით, არამედ- იმიტომ, რომ უცებ ყველაფერი ნათელი ხდება….

და უყურებ შენს შინაგან დრამებს და სპექტაკლებს, როგორც რეპეტიციას:

🙂 როგორ ლამაზად დარდობდი…

🙂 რა გრაციოზულად უშვებდი ყველას და ყველაფერს…

🙂 როგორ საზეიმოდ დუმდი…. თან- ლოტოსის პოზაში!!

და როგორ თამაშობდი გასხივოსნებულობას- საყოველთაო დაისის ფონზე….

🙏 და ამასთან, კარგად აცნობიერებ, რომ-

ეს ყველაფერი საჭირო იყო!!!

…არა იმისთვის, რომ გასხივოსნებულიყავი და წმინდანად ქცეულიყავი…

არამედ, იმისთვის, რომ….. ერთხელაც-

გაგეღიმა!!

გაგეცინა…

ოღონდ- გულწრფელად… 🙂

გაგეცინა ზუსტად ისე, როგორც იმას, ვინც გააცნობიერა:

☯️არ არსებობს არც სინათლე და არც სიბნელე…

არის მხოლოდ ცეკვა…

ამ ორის მარადიული ცეკვა…

სადაც სერიოზულობა- ნიღაბია, ხოლო სიცილი- გაშიშვლებული სული….

🪷და სწორედ ეს არის- ძენი.

როდესაც შენ აღარ ამტკიცებ, არ ეძებ, არ ასწავლი და მიუთითებ….

შენ უბრალოდ- გრძნობ!!!

გრძნობ მთელი შენი ადამიანური “მე”-ს მიღმა…

გრძნობ- ღრმად და ყოვლისმომცველად!!

…და იღიმი…

 იღიმი…

რადგან, აბსოლუტიც შესაძლოა ხანდახან გვიყურებს და-

იღიმის…

🙂

ძენ-ის მთავარი პოსტულატებიდან.

🙏

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა,  ასტრო-ფსიქოლოგი

ასტრო-ფსიქოლოგი

სრულად წაკითხვა