საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი ცვალებადი იქნება.
20 სექტემბერს ნალექიანი და ელჭექიანი ამინდი უფრო ფართო ტერიტორიაზე გავრცელდება. ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს
.
21 სექტემბრიდან ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ღრუბლიანობას მზიანი პერიოდები შეცვლის, ტემპერატურა კი დაახლოებით 18 გრადუსამდე იქნება.
22-23 სექტემბერს შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში კვლავ შესაძლებელია ელჭექი.
24 სექტემბერს დილის საათებში ზოგან ელჭექია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი გაუმჯობესდება და ხანგრძლივი მზიანი პერიოდები იქნება.
წყარო: primetime.ge
sport24