როდის დაიწყება NBA-ევროპის ლიგა - ინფორმაციას FIBA-ს პრეზიდენტი ადასტურებს

6 hours ago 1

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) პრეზიდენტმა, ხორხე გარბახოსამ ოფიციალურად დაადასტურა ის ხმები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა — ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ევროპულ კონფერენციას 2027 წლიდან შექმნის.

"არ მინდა ზედმეტად ბევრ დეტალში შევიდე NBA Europe-ის პროექტზე, მაგრამ ცხადია, რომ მოგვიწევს ეს ნაბიჯი. რთულია შექმნა მასშტაბური საშეჯიბრო მოედანი, ამას დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული იყავით, ეს აუცილებლად მოხდება. როდის და რა ფორმატში – ამას მალე ყველა ერთად ვიხილავთ,“ – განაცხადა გარბახოსამ Basket News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამერიკულ და საერთაშორისო კალათბურთის ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაცია უკვე დამყარდა: „ბატონი ადამ სილვერი და ბატონი მარკ ზაგკლისი უკვე გვაცნობეს ამ ამბის შესახებ. NBA აქტიურად მუშაობს დეტალებზე და პროცესები შეუქცევადად მიდის.“

აღსანიშნავია, რომ ევროპული კონფერენციის შექმნა ისტორიული სიახლე იქნება როგორც NBA-ს, ასევე მთლიანად მსოფლიო კალათბურთისთვის. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, ევროპის წამყვანი კლუბები პირველად მიიღებენ შანსს, პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საკლუბო ლიგაში.

სრულად წაკითხვა