როდოლფო ვანოლიმ წყალტუბოს სამგურალი ოფიციალურად დატოვა

3 days ago 9

იტალიელმა სპეციალისტმა როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამგურალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდს ასევე გამოემშვიდობა მისი ასისტენტი დარიო ნუჰუ.

ვანოლი სამგურალს 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.

კლუბი ვანოლის გაწეული სამსახურისთვის მადლობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უხდის:

- წერს სამგურალი, რომლის ახალი მწვრთნელის ვინაობაც სულ მალე გაირკვევა.

სრულად წაკითხვა