როთი – ანტილგბტ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე

1 month ago 21

ანტილგბტქ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც როთი წერს, საქართველოს მრავალფეროვნებისა და უმცირესობების პატივისცემის საამაყო ისტორია აქვს.

„ეს არის მემკვიდრეობა, რის გამოც საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ანტილგბტქ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს უნდა შეჩერდეს. მადლობას ვუხდი ადამიანის უფლებათა ყველა მამაც დამცველსა და ლგბტქ აქტივისტებს“, – წერ მიხაელ როთი.

Georgia has a proud history of diversity + respect for minorities. This legacy is why 🇬🇪 belongs in the EU. The anti-LGBTQ law + hatred against sexual minorities are an obstacle on 🇬🇪's path to the EU. It must be stopped. Thanks to all brave human rights defenders + 🏳️‍🌈 activists. pic.twitter.com/T4tdwAjtuo

— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 16, 2024

The post როთი – ანტილგბტ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე appeared first on SferoNews.

სრულად წაკითხვა