რომელ 17 პოლიტიკოსსა და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები - სია

6 days ago 4

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროვებს 15 დეკემბერს დასანქცირებული პირების - საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების - სიას.

15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს.

ესენი არიან:

  1. ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი
  2. გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  3. კახა კალაძე - თბილისის მერი, „ქარ
  4. მიხეილ ჩინჩალაძე - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  5. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
  6. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) - ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული აშშ-ის მიერ;
  7. ირაკლი რუხაძე - „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი;
  8. ლევან მურუსიძე - მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  9. ვიქტორ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი;
  10. გიორგი (გია) კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი.
  11. დიტო სამხარაძე - პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;
  12. გოგა ხაინდრავა - ის მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლე ხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“.
  13. ზვიად შალამბერიძე - პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში;
    სიაში დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“;
  14. შალვა თადუმაძე - მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი;
  15. თეა წულუკიანი - პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი;
  16. ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  17. კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

რამდენიმე საათით ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა:

„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და დავამატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“.

„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა მინისტრმა ბუდრისი.

კიდევ უფრო ადრე, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ 2 დეკემბერს დაუწესეს სავიზო სანქციები 11 მაღალი თანამდებობის პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.

სრულად წაკითხვა