11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეწვევა და შეეცდება, რომ უპირობო ფავორიტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვოს.
საქართველოს ეროვნული გუნდი ამ მომენტისთვის ფიფას მსოფლიო რეიტინგში 68-ე პოზიციას იკავებს, ესპანელებთან მოპოვებული გამარჯვება კი ჩვენს ნაკრებს წინ 4 ან 5 პოზიციით აწევს.
ხელოვნური ინტელექტის გამოთვლებით, ესპანეთთან აღებული სამი ქულა საქართველოს 63-64 პოზიციას მოუტანს, ერთი ქულის აღების შემთხვევაში კი ერთი ან ორი პოზიციით დავწინაურდებით.