რომელ ადგილზე გადავა საქართველოს ნაკრები რეიტინგში თუ ესპანეთს მოვუგეთ

6 days ago 2

11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეწვევა და შეეცდება, რომ უპირობო ფავორიტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვოს.

საქართველოს ეროვნული გუნდი ამ მომენტისთვის ფიფას მსოფლიო რეიტინგში 68-ე პოზიციას იკავებს, ესპანელებთან მოპოვებული გამარჯვება კი ჩვენს ნაკრებს წინ 4 ან 5 პოზიციით აწევს.

ხელოვნური ინტელექტის გამოთვლებით, ესპანეთთან აღებული სამი ქულა საქართველოს 63-64 პოზიციას მოუტანს, ერთი ქულის აღების შემთხვევაში კი ერთი ან ორი პოზიციით დავწინაურდებით.

სრულად წაკითხვა