რამდენიმე დღის წინ რომის აეროპორტში მიგრანტმა ცეცხლი გააჩინა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე დაშავებული აეროპორტის პერსონალი იყო.
გამოცემა “gbnews” წერს, რომ სავარაუდოდ ცეცხლი აეროპორტში ქართველმა გააჩინა.
“უსახლკარო მიგრანტმა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოდან არის, ხანძარი აეროპორტის საკონტროლო კოშკურაში გააჩინა. “ჩამპინო“ იძულებული გახდა შეეჩერებინა ყველა ფრენა. აეროპორტი მას შემდეგ გაიხსნა, რაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მივიდნენ” – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მამაკაცი დააკავეს.