ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, დატოვოს საუდის არაბეთის ლიგის კლუბი „ალ ნასრი“ და შეუერთდეს გუნდს, რომელიც ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ „სკაი სპორტსი“ იტყობინება.
რონალდოს მოქმედი ხელშეკრულება „ალ ნასრთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, თუმცა ახალი კონტრაქტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აშშ-ში 14 ივნისს დაიწყება და მასში ხუთი კონტინენტის 32 გუნდი იასპარეზებს. ტურნირის ფინალი 14 ივლისს გაიმართება.
კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრის“ რიგებში 2023 წლის იანვარში ჩაირიცხა. საუდის არაბეთის ლიგის მიმდინარე სეზონში მან 19 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.