"როცა პსჟ-ში გადადიოდა, ვუთხარი.." - ოსიმენი კვარას ტრანსფერზე

1 week ago 9

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

"კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პსჟ-ში გადავიდა ვუთხარი: ეს დაიმსახურე, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე, ვიცი, რომ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ. მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს - ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს", - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, ოსიმენი ცოტა ხნის წინ თურქულმა კლუბმა გალათასარაიმ ოფიციალურად გამოისყიდა ნაპოლისგან.

სრულად წაკითხვა