"როცა ხვიჩას დამატება გადავწყვიტე, დე ლაურენტისმა გაკვირვებით მკითხა.." - ლუჩანო სპალეტი

2 days ago 5

იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „სამოთხე არსებობს“ „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონი და იმ პერიოდის მნიშვნელოვანი დეტალები გულწრფელად გაიხსენა. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ ჯეს ტრანსფერებმა — ორმა ფეხბურთელმა, რომლებმაც იტალიური გრანდი 33 წლის შემდეგ სკუდეტომდე მიიყვანეს.

სპალეტი წიგნში იხსენებს, რომ 2021/22 წლების სეზონის შემდეგ გუნდმა მძიმე ზაფხული გადაიტანა. გუნდს დაემშვიდობა რამდენიმე გამოცდილი ლიდერი — დავიდ ოსპინა, ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი და კალიდუ კულიბალი, რომლის წასვლამ თავად მწვრთნელზე განსაკუთრებით იმოქმედა. სწორედ ამ ეტაპზე დადგა "ნაპოლის" განახლების დრო და ახალი ფეხბურთელების შერჩევა დაიწყო.

მთლიანად ვენდობოდი სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის. კვარაცხელიას რეკომენდაცია ჩემმა რუსმა მეგობრებმა გამიწიეს, თუმცა პრეზიდენტი დე ლაურენტისი თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდა როგორც ხვიჩას, ისე კიმის ტრანსფერებს,“ — წერს სპალეტი. — „ერთხელ პირდაპირ მკითხა: ‘მართლა გგონია, რომ ამ გუნდს ქართველი და კორეელი გააძლიერებენ?’ მის თვალებში აშკარა ეჭვი იკითხებოდა.

მიუხედავად სკეპტიციზმისა, ორივე ახალწვეულმა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. კიმ მინ ჯე ცენტრალური დაცვის ბურჯად იქცა და მალევე მიიქცია მიუნხენის "ბაიერნის" ყურადღება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლის გულშემატკივრები თავისი გამორჩეული ტექნიკით, გოლებითა და საგოლე გადაცემებით მოხიბლა. ქართველმა ვარსკვლავმა იტალიაში თავისი პირველივე სეზონში ჩემპიონობა მოიპოვა, მანამდე კი რუსეთის „რუბინიდან“ ომის გამო წამოსვლის შემდეგ, დროებით ბათუმის „დინამოში“ ასპარეზობდა.

შედეგად, დე ლაურენტისის თავდაპირველი ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდა. კვარაცხელია და კიმი არამარტო "ნაპოლის" გაძლიერებაში, არამედ ისტორიის გადაწერაში გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ. სწორედ ეს სეზონი აღმოჩნდა ნეაპოლელებისთვის საკვანძო და მათ 33-წლიანი ლოდინი ჩემპიონობისთვის დაასრულეს.

სრულად წაკითხვა