რუმინეთის საგარეო: უთანხმოებას გამოვხატავთ სოხუმში რუმინული ბენდის კონცერტთან დაკავშირებით

4 hours ago 3

რუმინეთის საგარეო უწყება „უთანხმოებას გამოხატავს“ რუმინული ბენდის, „მორანდის“ კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია დაგეგმილი.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე უთანხმოებას 7 აგვისტოს სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფ „მორანდის“ დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით“, - წერს სამინისტრო X-ზე.

„რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს რუმინეთის საგარეო უწყება.

„მორანდი“ 2004 წელს დაფუძნებული ორკაციანი ბენდია. მას აკომპლექტებენ მარიუს მოგა და ანდრეი როპკეა.

მათი კონცერტი ივლისის ბოლოს დააანონსა ოკუპირებული აფხაზეთის მედიამ.

ამ ბენდმა 2025 წლის 2 აგვისტოს ბათუმშიც გამართა კონცერტი.

სრულად წაკითხვა