WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მოტიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. შეტევა შვიდიდან რვა ოქტომბრის ღამით დაიწყო. დროებით დაიხურა აეროპორტები რუსეთის 15-მდე ქალაქში.

იმ რაიონებს შორის, სადაც აფეთქებები იყო, რიაზანის ოლქის ქალაქი სასოვოა. მონიტორინგის უკრაინული არხის Exilenova+-ის ინფორმაციით, შეტევა იყო სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც დაზგების მშენებელი ქარხანა „სასტა“ და ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრია.

  • ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული ქარხანა „სასტა“ აწარმოებს დანადგარებს, რომლებიც სამხედრო, ავიაკოსმოსურ, სატრანსპორტო და მძიმე მრეწველობაში გამოიყენება.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ სასოვოში ხანძარია სწორედ ქარხანა „სასტას“ ტერიტორიაზე, სადაც „იანდექსის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრიცაა.

„იანდექსმა“ დაადასტურა „ინციდენტი“ და ელექტროკვების პრობლემები ცალკეულ ზონაში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია