WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა  განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

“რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა… ჩემი აზრით, ეს არის სიცოცხლის ფუჭად კარგვა. ასე რომ, ამ ომის გაგრძელება წამგებიანია. ამგვარი რამ ჩვენ წარსულში არ გვინახავს – ჩვენ ვუყურეთ უპილოტო საფრენ აპარატებს, ჩვენ ვუყურებთ 20 კილომეტრის მანძილზე სასიკვდილო ზნებს, სადაც ვერც კი შეხვალ, რადგან არსებობს 99%-იანი შანსი, რომ მოკვდები… რუსებს უნდათ, რომ უკრაინელებში შიში გააჩინონ და ის გატეხონ. უნდა ვიპოვოთ დრო, როცა მკვლელობები შეჩერდება”  განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.