რუსეთიდან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

1 week ago 3

დღეს, 1 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვში და ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის საცავი მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერია. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ენგელსის სამხედრო აეროდრომზე და ნავთობის საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 6 ივნისს.

დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი. მის ტელეგრამ-არხზე 1 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს რვა რაიონში, მათ შორის დონის როსტოვში, ტაგანროგში, ნოვოშახტინსკსა და მილეროვოში.

ტაგანროგსა და მილეროვოში სამხედრო აეროდრომებია, ხოლო ნოვიშახნტინსკში - ნავთობპროდუქტების ქარხანა, რომლებიც არაერთხელ იყვნენ უკრაინის დარტყმის სამიზნეებს შორის.

რაც შეეხება დღევანდელი შეტევის შედეგებს, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სლიუსარი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქალაქ ტაგანროგში დაზიანებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები.

სრულად წაკითხვა