რუსეთიდან იუწყებიან სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შესახებ

1 week ago 6

რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. ადგილობრივი დროით 11:24 საათზე სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შეტევა აღკვეთილია“, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატები „ლიკვიდირებული“.

გუბერნატორის წინასწარი მონაცემებით, არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

ბუსარგინს დრონების სამიზნე აეროდრომი არ დაუკონკრეტებია.

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა, რომელზეც უკრაინამ დრონებით შეტევა არაერთხელ მიიტანა.

სარატოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

სრულად წაკითხვა