BBC-მ და „მედიაზონამ“ მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ღია წყაროების (პრესაში გამოქვეყნებული ნეკროლოგები, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები და ა.შ.) გამოყენებით დაადგინეს უკრაინაში შეჭრის დროს დაღუპული 133 117 რუსი ჯარისკაცის სახელი.
ეს 5000-ზე მეტით აღემატება რაოდენობას, რაც მოცემული იყო 5 სექტემბერს გამოქეყნებულ ანალოგიურ ანგარიშში.
დაღუპულთა 28% იყო ის ადამიანები, რომლებმაც არმიაში სამსახურის კონტრაქტი გააფორმეს უკვე ომის დაწყების შემდეგ. კვლევის ავტორების თანახმად, ასეთი დანაკარგების წილი იზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანაკარგების რაოდენობის მიხედვით მეორე კატეგორიაა სასჯელაღსრულების კოლონიებიდან ფრონტზე გაგზავნილი პატიმრები.
დაღუპულთა რაოდენობით რეგიონებს შორის ლიდერობს ბაშკირეთი (6 632), ხოლო ტუვის რესპუბლიკა ლიდერობს ფარდობითი რაოდენობით (საშუალოდ 120 დაღუპული ყოველ 10 000 ადამიანზე).