WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9 აგვისტოს ღამეს რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად - იუწყება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ შუვაევი. მისი მონაცემებით, დაშავდა 25 პირი.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ოთხი წლის ბიჭი საავადმყოფოში მოხვდა, გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებებით. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლს და ორ მანქანას. დაზიანდა სულ მცირე ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, სოციალური და კომერციული ობიექტები.

დრონების შეტევაზე იუწყებიან ბაშკირეთის მესვეურებიც - მათი ინფორმაციით, იერიშების სამიზნე იყო უფაში მდებარე საწარმოები. მთავრობის მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.