რუსეთის იაკუტსკში "ლგბტ პროპაგანდის" ბრალდებით კლუბის დირექტორი და პერსონალი დააკავეს

2 days ago 5

რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკის დედაქალაქ იაკუტსკში დააკავეს ღამის კლუბის დირექტორი და პერსონალი, ტელეგრამარხზე ["Пряная Якутия"] გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ თითქოს კლუბში ლგბტ პროპაგანდას ეწევიან და კაცებს რყვნიან. ტელეგრამარხის თანახმად, პოდიუმზე შიშველი კაცები ცეკვავდნენ.

ღამის კლუბ Number One-ში რეიდი ქალაქის მერიამ და პოლიციამ მოაწყო და, როგორც ადგილობრივი Sakha Day იუწყება, ისინი ტრანსგენდერებს ეძებდნენ. მერიის ადმინისტრაციული კომისიის ინფორმაციით, "ტრანსგენდერი მსახიობები" ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ სამართალდამცველებმა კლუბიდან წაიყვანეს - აღმასრულებელი დირექტორი, ბარმენები და მიმტანები.

“ისინი ერთმანეთთან ცეკვავდნენ, არატრადიციული ღირებულებების პროპაგანდირების მიზნით. გავესაუბრეთ კლუბის წარმომადგენლებს. გენერალური დირექტორი ადგილზე არ იყო. აღმასრულებელი დირექტორი თავის მართლებას ცდილობდა და ამბობდა, რომ გუშინ მათ მიმართეს უცნობმა მსახიობებმა ტაილანდიდან და მომსახურება შესთავაზეს”, - აცხადებს მერიის კომისიის წარმომადგენელი ფელიქს ანტონოვი.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში აკრძალა „საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა ლგბტ“, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით. სინამდვილეში, ეს აკრძალული ორგანიზაცია არ არსებობს, მაგრამ სასამართლო ამ სახელით აერთიანებს ყველა ლგბტ აქტივისტს. აკრძალვის მექანიზმების ამოქმედების შემდეგ, ძალოვნებმა მთელ რიგ დაწესებულებებში რეიდების მოწყობა და საქმეების აღძვრა დაიწყეს.

სრულად წაკითხვა