სიაში მოხვდნენ მათ შორის მედიასაშუალება "ვოტ ტაკ"-ის ჟურნალისტი ირინა კუზმიჩევა, სააგენტო ტასს-ის ყოფილი კორესპონდენტი, რუსლან სულეიმანოვი, "ეხო მოსკვის" ყოფილი წამყვანი, ნინო როსებაშვილი, სარატოვის რამდენიმე გამოცემის ყოფილი მთავარი რედაქტორი, დმიტრი ჩერნიშევსკი და საინტერნეტო პროექტი "სერდიტაია ჩუვაშია".
"უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეყვანილ პირებს ეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები, ამასთან, სიაში შეყვანის კრიტერიუმები მუდმივად ფართოვდება, ხელისუფლებას შეუძლია ეს თვითნებურად გააკეთოს. ამ პრაქტიკას აკრიტიკებენ უფლებადამცველები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
მიმდინარე წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვრება "უცხოეთის აგენტი" არის "სტიგმის მიმნიჭებელი და დამაბნეველი", ხოლო "აგენტებად" მიჩნეულთათვის რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნები არ არის გამართლებული აუცილებლობით.

 6 days ago
                        9
                        6 days ago
                        9
                    
 
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·