რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

1 day ago 1

29 იანვარს, შუაღამის შემდეგ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით დარტყმის სამიზნე იყო ქალაქ კსტოვოს სამრეწველო ზონა, სადაც არაერთი ქარხანა მდებარეობს.

ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. ნიკიტინს საწარმო და ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალების მიხედვით, სამრეწველო ზონის რაიონში ძლიერი ხანძარია. კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ქიმიური საწარმოები და თბოელექტროსადგური.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის“ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის მარტში.

ტვერის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტოროპეცის რაიონში მოიგერიეს სულ მცირე 20 დრონის შეტევა. გუბერნატორი სამიზნეს არ ასახელებს.

ამ რაიონში განთავსებულია რუსეთის არმიის საბრძოლო მასალების ორი დიდი საწყობი. ერთ-ერთ ამ ობიექტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის სექტემბერში.

სრულად წაკითხვა