რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

2 hours ago 3
სოფელი ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად. წყარო: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 18 მაისს განაცხადა, რომ 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული “ცხელი ხაზი”< – განაცხადა სუს-მა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა