1
რუსეთის ქალაქ უფაში ჩრდილოეთის ინდუსტრიულ ზონას დრონებით შეუტიეს, სადაც ერთმანეთთან ახლოს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განლაგებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონების იერიშის შედეგად „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
„ტელეგრამ“ არხი ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია.
საერთაშიროსო alia.ge