პირველიდან ორი ოქტომბრის ღამით რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს საჰაერო შეტევა კიევის სამხრეთის ხიდზე. უკრაინის დედაქალაქის ეს ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს.
სამხრეთის ხიდზე მორიგი დარტყმის შესახებ 2 ოქტომბერს გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
- კიევის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს ხიდზე საავტომობილო გზასთან ერთად გადის მეტროს ხაზიც.
ბოლო 24 საათში სამხრეთის ხიდზე სამი შეტევა იყო. პირველ ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა ხიდს დრონებით დაარტყეს დილით და ღამით.
კიევის მერის ინფორმაციით დაზიანდა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის ნაგებობა. ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევის სამხრეთის ხიდს პირველად დაარტყეს.
radiotavisupleba ახალი ამბები