WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას, რომელიც გასული ღამიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 4 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სუმიზე დარტყმა იყო ექვსი მართვადი ავიაბომბით.

კერძო სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპნენ 5 და 10 წლის გოგოები. დაღუპულია ხანდაზმული ქალიც. ქალაქში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და არასაცხოვრებელი შენობები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სუმიზე შეტევა იყო რუსული უპილოტო საფრენი აპარატებითაც.

ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი. 2026 წლის 4 აგვისტო

ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი. 2026 წლის 4 აგვისტო

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციით ინფორმაციით, გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ნიკოლაევზე, სადაც 89 წლის ქალი დაიღუპა. დაიჭრა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

დანგრეულია ორი კერძო სახლი და დაზიანებულია შვიდი კერძო და სამი მრავალბინიანი სახლი. ნიკოლაევის რაიონის გალიცინის თემში ხანძარი გაუჩნდა საწყობებს. რა საწყობებია ეს, სამხედრო ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია.

მანამდე, 3 აგვისტოს დღისით რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს ნიკოლაევის პორტს, სადაც სამი სამოქალაქო გემი დაზიანდა