შაბათს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ ლოზოვაიაზე. იერიშის სამიზნე იყო საწყობი. შენობაში ხანძარი გაჩნდა, იტყობინება ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი.
დაიღუპა 54 წლის მამაკაცი. სამი ადამიანი დაიჭრა: 37 წლის ქალი, ასევე 26 წლისა და 43 წლის მამაკაცები.
radiotavisupleba ახალი ამბები