რუსეთის ჯარი თავს დაესხა ზაპორიჟიეს, დაიღუპა 9 ადამიანი

1 month ago 16

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად. ამ იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პუნქტს, რამდენიმე დასახლებულ პუნქტს პრობლემა შეექმნა ელექტრომომარაგების მხრივ.
ზაპოროჟიის სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა ტელეგრამის არხის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ხდება მშიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების ევაკუაცია.

დღესვე რუსეთის არმია ასევე თავს დაესხა კრივოი როგს, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 17-დაიჭრა.

უცნობია, თუ რა იარაღი გამოიყენა რუსეთმა 6 დეკემბრის მასობრივი იერიშების დროს. რუსეთის არმია ხშირად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ავიაციის, სარაკეტო სისტემებისა და დრონების საშუალებით, რაზეც კრემლი არავითარ კომენტარს არ აკეთებს.

სრულად წაკითხვა