ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, - რაც მისმა ახლობლებმა ფეისბუკზე 12 იანვასრ გაავრცელეს, - რადიო თავისუფლებას 13 იანვარს ოფიციალურად დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჯერჯერობით უცნობია, სად დაიღუპა ის.
უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
თილიძე ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან და ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. 2024 წლის აგვისტოში ის ხარკოვის ოლქის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.