რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ცერემონიაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მეთაური პაკ ტე-სონგი.
დაახლოებით ერთი კილომენტრის სიგრძის, ორზოლიანი ხიდი სასაზღვრო მდინარე ტუმანნაიაზეა გადებული. აქამდე რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა სახმელეთო გზით სარკინიგზო ხიდით "მეგობრობით" უკავშირდებოდნე ერთმანეთს.
საავტომობილი ხიდის მშენებლობა 2025 წლის 30 აპრილს დაიწყო. ხელშეკრულებას მის მშენებლობაზე ხელი 2024 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჩრდილეთ კორეაში ვიზიტის დროს მოეწერა.
ხიდს წითელი არმიის ოფიცრის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა. 1946 წელს მან ფხენიანში გამართული მიტინგის დროს ჩრდილოეთ კორეის მაშინდელი ლიდერის, კიმ ირ სენისკენ ნასროლი ხელყუმბარას გადაეფარა. ნოვიჩენკო გადარჩა და მოგვიანებით მას ჩრდილოეთ კორეის შრომის გმირის წოდება მიენიჭა.
radiotavisupleba ახალი ამბები