რუსეთი ქართულ ღვინოზე ემბარგოს აფართოებს. ასაკრძალი სიას სამი კომპანია: GWS-Wine-Company, შატო მუხრანი და ვინივერია დაემატა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრორუს ბიზნესმენ მამუკა ფიფიაზე დაყრდნობით BM.GE ავრცელებს.
ბაზრის ხელახალი გახსნიდან 14 წლის შემდეგ, 2026 წლის 9 ოქტომბერს, რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების კომპანიების ნაწილზე ემბარგო დააწესა. ოფიციალურ მიზეზად ამჯერადაც სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა დასახელდა.
2025 წლის მდგომარეობით, საქართველოსთვის რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 10.3%-ს შეადგენდა, ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე)- 20.8%-ს, აგროპროდუქციის ექსპორტში კი- 36.8%-ს. ღვინის შემთხვევაში დამოკიდებულება 64%-ს აღწევს, სპირტიანი სასმელების შემთხვევაში – 56%-ს. ზოგიერთი დასახელების ხილის 80%-ზე მეტიც რუსეთში გადის ექსპორტზე.
ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ და რა მოტივებით დაწესდა ემბარგო 2006 წელს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ რუსეთმა სრული ემბარგო გამოაცხადა და ბონუსად საქართველოს გაზის მოწოდებაც შეუწყვიტა, ვრცელ მასალას შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ.
რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს
netgazeti