უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა.
დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა 34, მათ შორის ხუთი ბავშვი.
ზელენსკის ინფორმაციით, მხოლოდ კიევის მიმართულებით რუსეთმა სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური დარტყმა მოლაპარაკებების შემდეგ განახორციელა.
მისი შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა და აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.
odishinews საერთაშორისო