რუსეთის ძალებმა 7 ნოემებრის დილით სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, გაავრცელა ცნობა მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, ნამსხვრევებმა საცხოვრებელი შენობა დააზიანა, „აფეთქებებია კიევის გარეუბნებში. მტერი ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს ინფრასტრუქტურას“, - დაწერა კლიჩკომ Telegram-ზე.
კლიჩკომ განაცხადა, რომ ნამსხვრევები მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დედაქალაქის დასავლეთ რაიონში. დაზიანდა სხვა საცხოვრებელი შენობის ფასადიც.
კიევის ოლქის ბილოცერკვის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა 6 ნოემბერს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას სამი რეაქტიული დრონით შეუტიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 6 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, კიევის ოლქის ამ რაიონში დრონებით შეუტიეს „ენერგიის შემნახველ აკუმულატორების პარკს, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს“.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიაციამ ფუგასური საავიაციო ბომბით დაარტყა ელექტროქვესადგურს სუმის რაიონში.
radiotavisupleba ახალი ამბები