რუსეთმა სარაკეტო შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე, არის მსხვერპლი

1 hour ago 1

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 23 ივნისს დილით რუსეთის ჯარებმა კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ადმინისტრაციას კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. დაჭრილებიდან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთი, როგორც წესი, უარყოფს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს. უკრაინა და საერთაშორისო ორგანიზაციები სამოქალაქო ობიექტებზე შეტევებს ომის დანაშაულად აფასებენ.

სრულად წაკითხვა