რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით დაარტყა, მსხვერპლია დნიპროსა და ზაპოროჟიეში

2 hours ago 3

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად უკრაინის ქალაქ დნიპროში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 29 ივნისს დღის პირველ ნახევარში განხორციელებული დარტყმის შედეგად დანგრეულია კერძო საწარმო. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსზე დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაიჭრა ექვსი, მათ შორის ბავშვი.

მანამდე, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ სუმის, პოლტავის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებს.

28-დან 29 ივნისის ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ენერგოობიექტებზე. ანექსირებული ყირიმის რაიონებს და ხერსონის და დონეცკის ოკუპირებულ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სრულად წაკითხვა